ავტორიზაცია

"ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც გეტყვიან, რომ ზედმეტად მოხუცი ხარ", - საბოლოოდ დაასრულა თუ არა სამწვრთნელო კარიერა არსენ ვენგერმა?

"ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც გეტყვიან, რომ ზედმეტად მოხუცი ხარ", - საბოლოოდ დაასრულა თუ არა სამწვრთნელო კარიერა არსენ ვენგერმა?
თარიღი 21 სექ 2021, 22:18

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.

„ზოგჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთვის რაღაც ეტაპი სრულდება. მწვრთნელობაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ახლა მხოლოდ ფიფაში დაკავებულ თანამდებობაზე ვზრუნავ და არაფერზე ვღელავ.

ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც გეტყვიან: „ზედმეტად მოხუცი ხარ“, ამიტომ „არსენალიდან“ წასვლის დროს ვფიქრობდი, რომ ისინი მართლებიც იყვნენ.

თუმცა, ახლა კარგ ფორმაში ვარ და ჯერ არ გადამიწყვიტავს, გავაგრძელებ თუ არა მწვრთნელობას უახლოეს მომავალში.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს The Telegraph.

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვენგერმა 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ, არცერთი გუნდი არ ჩაუბარებია, მიუხედავად იმისა რომ მის სახელს არაერთ ევროპულ და არამარტო გუნდს დაუკავშირეს.