ავტორიზაცია

იუვენტუსის ორმა ფეხბურთელმა მილანთან მატჩის შემდეგ სერიოზულად იკამათა - იტალიური პრესა

იუვენტუსის ორმა ფეხბურთელმა მილანთან მატჩის შემდეგ სერიოზულად იკამათა - იტალიური პრესა
თარიღი 21 სექ 2021, 22:22

„იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა „მილანთან“ სერია ა-ს მე-4 ტურში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ იკამათეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, კონფლიქტი მეკარე ვოიცეხ შესნის და ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს მოუვიდათ.

გოლკიპერმა ფრანგ ფეხბურთელს ანტე რებიჩის გოლის დროს მისი აზრით მოედანზე არასწორი პოზიციის დაკავების გამო უსაყვედურა. შესნიმ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც უნდა მდგარიყო რაბიო, რათა ხორვატი შემტევისთვის გოლის გატანაში ხელი შეეშალა.

„იუვეს“ ფეხბურთელებს შორის საუბარი ძალიან მაღალი ტონით მიმდინარეობდა. კონფლიქტი აღმოიფხვრა, თუმცა ტურინული გუნდის გასახდელში დაძაბული ვითარება დღემდე რჩება.

სერია ა-ს მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსმა“ „მილანს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლა. ტურინელები მე-4 წუთზე ალვარო მორატას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ანტე რებიჩმა 76-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და „იუვე“ გამარჯვების გარეშე დატოვა.

4 ტურის შემდეგ, ალეგრის გუნდს ანგარიშზე 2 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.