ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა ფიორენტინას მატჩი მეორე ტაიმში დაუტრიალა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა

თარიღი 22 სექ 2021, 00:53

სერია ა-ს მე-5 ტურში „ინტერმა“ „ფიორენტინას“ მატჩი სტუმრად დაუტრიალა და ცხრილში გალიდერდა.

შეხვედრა სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ გაიმართა და მილანური გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა 23 წუთზე სოტილის გოლით გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს.

თუმცა, შესვენების შემდეგ სიმონე ინძაგის გუნდმა 52-ე და 55-ე წუთებზე ორი სწრაფი გოლი გაიტანა და გალიდერებაც მალევე მოახერხა, თავი დარმიანმა და ედინ ჯეკომ გამოიჩინეს.

შეხვედრაში წერტილი კი 87-ე წუთზე ივან პერიშიჩმა დასვა და „ნერაძურიმ“ შესანიშნავი გამარჯვებაც მოიპოვა.

5 ტურის შემდეგ „ინტერი“ 13 ქულით ცხრილს ჩაუდგა სათავეში, თუმცა პოტენციური ლიდერი „ნაპოლია“, რომელსაც 4 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს. 

„ფიორენტინა“ 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.