ავტორიზაცია

ასენსიო ანჩელოტის გამო გაურკვევლობაშია — რეალის ფეხბურთელი უკმაყოფილებას არ მალავს

ასენსიო ანჩელოტის გამო გაურკვევლობაშია — რეალის ფეხბურთელი უკმაყოფილებას არ მალავს
თარიღი 22 სექ 2021, 12:09

"რეალის" შემტევ ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან ორ წელიწადში ეწურება, ამიტომაც კლუბი უკვე ცდილობს მასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას.

თუმცა, 25 წლის ესპანელი ჯერ კიდევ ითხოვს ახსნას, თუ რა როლი აქვს მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ამიტომაც, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, მარკო "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ამ კვირაში შეხვედრას სთავაზობს და უფრო დეტალურად აპირებს კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის გარკვევას.

2021/22 წლების სეზონში ასენსიომ მინდორზე საერთო ჯამში 95 წუთი გაატარა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

Transfermarkt-ის ვერსიით, "რეალის" ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.