ავტორიზაცია

კლუბი, რომელსაც გასულ ზაფხულს ჩელსიმ კანტეს თაობაზე კატეგორიული უარი შეუთვალა

კლუბი, რომელსაც გასულ ზაფხულს ჩელსიმ კანტეს თაობაზე კატეგორიული უარი შეუთვალა
თარიღი 22 სექ 2021, 12:20

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ ჟერმენს" "ჩელსის" ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს შეძენა უნდოდა.

პარიზულმა კლუბმა ლონდონელებთან წინასწარი მოლაპარაკებებიც კი გამართა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო, იტყობინება ჟურნალისტი, სანტი ონა.

30 წლის ფრანგ ნახევარმცველს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, კანტეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.