ავტორიზაცია

რეალიდან წასვლა ახლოვდება — ისკოს იანვრისთვის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

რეალიდან წასვლა ახლოვდება — ისკოს იანვრისთვის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 22 სექ 2021, 12:31

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლიონი" იჩენს, რომელიც იანვარში "სამეფო კლუბს" წინადადებით მიმართავს, წერენ ესპანურ პრესაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ისკოთი სერია ა-ს გრანდებიც ინტერესდებიან - "იუვენტუსი" და "მილანი".

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მადრიდელთა ნახევარმცველს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

2021/22 წლების სეზონში ისკომ ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მინდორზე 139 წუთი დაჰყო.