"მხარი დაუჭირეთ გუნდს", - ლაპორტამ კუმანის მომავალზე დასმულ კითხვას თავი აარიდა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიურ გრანდში მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მომავალზე დასმულ კითხვას თავი აარიდა.
"მხარი დაუჭირეთ გუნდს. იმედი მაქვს, გულშემატკივრები ამის გაკეთებას გააგრძელებენ, როგორც ადრე", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის უახლოეს მატჩებში წარუმატებლობის შემთხვევაში ჰოლანდიელი სპეციალისტი შესაძლოა კატალონიური გრანდიდან დაითხოვონ.
უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" "კადისსა" (23 სექტემბერი) და ლევანტეს (26 სექტემბერი) შეხვდება. აგრეთვე, დაიწერა, რომ კუმანის შემცვლელად ანდრეა პირლო განიხილება.
4 ტურის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ.