ავტორიზაცია

პსჟ-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის 100-მილიონიანი შეთავაზება იუარა

პსჟ-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის 100-მილიონიანი შეთავაზება იუარა
თარიღი 22 სექ 2021, 12:51

"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ"-ს კაპიტნის, მარკინიოსის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, იტყობინება RMC Sport.

ცნობილი ფრანგული გამოცემის თანახმად, "არისტოკრატები" მზად იყვნენ 27 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე გადაეხადათ, თუმცა პარიზელებმა უარი შეუთვალეს. თავად ფეხბურთელმაც დარჩენა არჩია.

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მარკინიოსს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, ამიტომაც მისი გაშვება არ უნდა.

ბრაზილიელ უკანახაზელს პარიზელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში მარკინიოსმა საფრანგეთის ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.