ავტორიზაცია

დანი ალვეში იმის შესახებ ალაპარაკდა, თუ როდის გეგმავს კარიერის დასრულებას

დანი ალვეში იმის შესახებ ალაპარაკდა, თუ როდის გეგმავს კარიერის დასრულებას
თარიღი 22 Sep 2021, 14:41

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

38 წლის ბრაზილიელს საერთო ჯამში 43 ტიტული აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. ამჟამად იგი უკლუბოდ არის.

"კიდევ ცოტაც და ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ", - წერს ალვეში სოციალურ ქსელში.

ლეგენდარულ ბრაზილიელს ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასი, კოპა ამერიკა (2-2-ჯერ) და 2020 წლის ოლიმპიური თამაშები აქვს მოგებული. აგრეთვე, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთის თასს, სან პაულის შტატის ჩემპიონატს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას (3-3-ჯერ), უეფას თასს (2-ჯერ), უეფას სუპერთასს (4-ჯერ), ესპანეთის ჩემპიონატს (6-ჯერ), იტალიის ჩემპიონატს, საფრანგეთის ჩემპიონატს (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასს (5-ჯერ), საფრანგეთის სუპერთასს (2-ჯერ), ესპანეთის თასს (5-ჯერ), იტალიის თასს, საფრანგეთის თასსა და საფრანგეთის ლიგის თასს დაეუფლა. ამასთანავე, 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ალვეშმა "სან პაულუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.