ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს მარსიალის გაყიდვა უნდა და ფასიც დაადო — Eurosport

მანჩესტერ იუნაიტედს მარსიალის გაყიდვა უნდა და ფასიც დაადო — Eurosport
თარიღი 22 სექ 2021, 15:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ანტონი მარსიალმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, იტყობინება Eurosport.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნების" ხელმძღვანელობამ 25 წლის ფრანგის წარმომადგენლებს ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის მოძებნა შესთავაზა.

როგორც აღინიშნება, თავად მარსიალს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, კარიერის გაგრძელება კვლავ პრემიერ ლიგაში სურს. 

"მანჩესტერ იუნაიტედი" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

გასულ სეზონში მარსიალმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.