ავტორიზაცია

მარსიალს სერია ა-ში უკვე ორი მსურველი ჰყავს

მარსიალს სერია ა-ში უკვე ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 12 აგვ 2021, 14:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, ანტონიო მარსიალს სერია ა-ში უკვე ორი მსურველი ჰყავს. საუბარია ტურინის "იუვენტუსისა" და მილანის "ინტერის" შესახებ.

ფრანგი ფორვარდის სახელი თავდაპირველად დაუკავშირეს "ნერაძურის", თუმცა ლორენცო ინსინიეს დამატების ვარიანტის შემდეგ, კლუბი აღნიშნულ ფრონტზე აღარ აქტიურობს.

"ბებერი ქალბატონი" კი პირიქით გააქტიურდა ბოლო დღეებში და "წითელ ეშმაკებს" შეთავაზებაც გაუკეთა. Daily Mirror-ის თანახმად, "მანკუნიანელების" შემტევი კალჩოში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

"მანჩესტერის" ცხრიანი ინგლისში თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 258 შეხვედრა და გაიტანა 78 გოლი. წარმოშობით გვადელუპელი წინახაზელის წასვლა საკმაოდ რეალურია.