ავტორიზაცია

იუვენტუსმა სიტის მცველს დაადგა თვალი

იუვენტუსმა სიტის მცველს დაადგა თვალი
თარიღი 12 აგვ 2021, 12:32

ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველით, ემერიკ ლაპორტით, რომელიც აგებს კონკურენციას რუბენ დიაშსა და ჯონ სტოუნსთან.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ქალაქელები" არ არიან ესპანელი უკანახაზელის გაყიდვის წინააღმდეგები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ბებერი ქალბატონი" მოთხოვნილ თანხას გადაიხდის.

"ბიანკონერი" გააქტიურდა მერიჰ დემირალის გაშვების შემდეგ, რადგან გუნდში ამ დროისთვის დარჩა სამი ცენტრბექი - ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიგტი.

იგივე წყაროს მტკიცებით, თავად "ლურჯების" მცველი მასიმილიანო ალეგრის გუნდში გადმოსვლის წინააღმდეგი არ არის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება "იუვეს" აქტიურობაზე.