VIDEO: კომენტატორმა მატჩის საუკეთესოაო! - დავითაშვილმა რუსეთის თასზე გაიტანა
რუსეთის თასის მე-2 რაუნდში ბრანსკის "დინამო" საკუთარ მოედანზე ტულის "არსენალთან" 1-6 განადგურდა.
აღნიშნულ მატჩში მე-4 გოლი 58-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელიც ტულელთა მაისურით ქართველისთვის მეორე გოლი იყო.
კომენტატორი 20 წლის ქართველის გოლმა გაახარა, რადგანაც როგორც თქვა, მისი აზრით, ზურიკო მატჩის საუკეთესო მოთამაშეა.
ზურიკო დავითაშვილი ტულის არსენალს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.