ავტორიზაცია

"მერე რა, რომ კეპაში დიდი ფული გადაიხადეს? ვინ აქცევს ამას ყურადღებას?", - ტუხელი

"მერე რა, რომ კეპაში დიდი ფული გადაიხადეს? ვინ აქცევს ამას ყურადღებას?", - ტუხელი
თარიღი 22 სექ 2021, 21:16

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, დარწმუნება გამოთქვა იმაში, რომ გუნდის მეკარე კეპა არისაბალაგა არ განიცდის იმ ფაქტს, რომ ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

2018 წელს ლონდონურმა გუნდმა „ბილბაოდან“ ესპანელი კიპერი 80 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

„კეპა მშვიდად არის და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს. მას არ სჭირდებოდა ჩემთვის იმის დამტკიცება, რომ კარგი მეკარეა, მე ამას ვარჯიშებზე ისედაც ყოველდღე ვხედავ.

მის აქტიურ შრომას ვხედავ და ვაფასებ. შეიძლება, ახლა ის უკვე აღარ ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მასში გადახდილ ფულს იმსახურებდა.

ვინ აქცევს ყურადღებას თანხას? კარგი, მასში დიდი ფული გადაიხადეს. მერე? ჩვენ ორი ძლიერი მეკარე გვყავს და ორივე გვჭირდება. თუ მტკიცებულებები გჭირდებათ, გადახედეთ კეპას თამაშს გასულ უქმეებზე.

მან გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ გოლი არ გავუშვით. დიდი ფული იყო ეს თუ არც ისე დიდი - მსგავსი კატეგორიებით ჩვენ არ ვაფასებთ. ვგრძნობ, რომ კეპა ზეწოლას აღარ განიცდის.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად „ტოტენჰემი“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრაში გუნდის კარს სწორედ კეპა იცავდა.