როგორი შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა სევილიასთან მატჩის შემდეგ?
შეიძლება ითქვას, რომ „ვალენსიას“ რიგებში გიორგი მამარდაშვილს პირველი მართლაც სუსტი მატჩი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეკარეზე „რეალთან“ მეორე გაშვებულის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდა, „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „სევილიასთან“ შეხვედრაშიც კარი 20 წლის ქართველ მეკარეს ანდო.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მამარდაშვილი სამივე გაშვებულ გოლში არადამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით მის კისერზეა მეორე გოლი, რომელიც „ვალენსიელ“ ტონი ლატოს ავტოგოლად ჩაეწერა.
ამის გამო, საერთაშორისო პორტალმა WhoScored-მა, მამარდაშვილს მოედანზე გასული 30 ფეხბურთელიდან (ცვლილებებიანად) ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა - 5.5