VIDEO: ჩელსიმ და ტოტენჰემმა საქმე პენალტებამდე მიიყვანეს, მაგრამ თასის 1/8-ფინალში მაინც გავიდნენ

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „ჩელსიმ“ „ასტონ ვილა“, ხოლო „ტოტენჰემმა“ „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა.
ორივე შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა - „ჩელსიმ“ და „ასტონ ვილამ“ 1:1 ითამაშეს, „ვულვზმა“ და „ტოტენჰემმა“ კი 2:2.
საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში ფავორიტი პენალტების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და ლონდონური გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„ჩელსი“ 1 (4) – 1 (3) „ასტონ ვილა“
„ვულვზი“ 2 (2) – 2 (3) „ტოტენჰემი“