VIDEO: "თუ მბაპეს სურს რომ ხალხს უყვარდეს, სხვანაირად უნდა იქცეოდეს", - მეცის მწვრთნელი

„მეცის“ მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ, „პსჟ-ს“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ქცევა გააკრიტიკა.
„მბაპე ძალიან მომწონს, მაგრამ თუ მას სურს, რომ ხალხს უყვარდეს, სხვაგვარად უნდა იქცეოდეს.
მას თავადაც ძალიან წაადგებოდა, უფრო მეტად თავმდაბალი თუ გახდება.“ - ციტირებს ანტონეტის სიტყვებს ფრანგული L’Equipe.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს ლიგა 1-ს მატჩში „მეცი“ და „პსჟ“ დაუპირისპირნენ ერთმანეთს, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გამარჯვების გოლი პარიზელთა რიგებში 95-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ შეაგდო, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კილიან მბაპემ „მეცის“ მეკარესთან მიირბინა და რაღაც დაუყვირა, რამაც მოედანზე შეკამათება გამოიწვია.
იხილეთ ამ მომენტის ვიდეო: