ავტორიზაცია

სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ გამოტოვა კრიშტიანუ რონალდუმ ვესტ ჰემთან სათასო შეხვედრა

სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ გამოტოვა კრიშტიანუ რონალდუმ ვესტ ჰემთან სათასო შეხვედრა
თარიღი 23 სექ 2021, 13:52

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ გამოტოვა კრიშტიანუ რონალდუმ „ვესტ ჰემთან“ სათასო შეხვედრა.

„წითელი ეშმაკები“ საკუთარ კედლებში სენსაციურად დამარცხდნენ და ინგლისის ლიგის თასს 1/16-ფინალიდან გამოეთიშნენ.

„ჯერ კიდევ კვირას გასამართი მატჩის წინ გადავწყვიტეთ, რომ თასზე ცვლილებებს მივმართავდით. სხვა ფეხბურთელებისთვის უნდა მიგვეცა სათამაშო პრაქტიკა. მაგალითად ალექს ტელეში მომჯობინდა, მთელი კვირა ვარჯიშობდა. წინ ხანგრძლივი სეზონია.

კრიშტიანუ რონალდუმ გადმოსვლის შემდეგ გუნდის თამაშზე დიდი გავლენა იქონია. მას სურს, მაქსიმალურად ბევრი ითამაშოს, მაგრამ არამგონია რომ ეს შესაძლებელი იყოს. 

სეზონის ბოლოს წარმატების მიღწევისთვის სათამაშო წუთები ფეხბურთელებს შორის უნდა გადანაწილდეს. ბევრი ცვლილებები შემადენლობაში - რისკია, მაგრამ იმედია, საკუთარი რითმის პოვნას შევძლებთ.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports.