ავტორიზაცია

"მინდა რომ ოფლიანდებოდეს მაინც", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა მარსიალი მკაცრად გააკრიტიკა

"მინდა რომ ოფლიანდებოდეს მაინც", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა მარსიალი მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 23 სექ 2021, 14:02

„მან.იუნაიტედის“ ექს-თავდამსხმელმა, დიონ დაბლინმა, „ვესტ ჰემთან“ სათასო წაგებული მატჩის შემდეგ ანტონი მარსიალი გააკრიტიკა.

„ანტონი მარსიალმა თავი უკეთ უნდა წარმოაჩინოს. ამაზე უკვე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ ის გუნდს ჯერჯერობით საერთოდ ვერ ეხმარება.

მინდა, რომ ის მოედანზე ოფლიანდებოდეს და გოლებს იტანდეს. „იუნაიტედში“ ის ჯერჯერობით აშკარად არასაკმარისს აკეთებს. ზოგჯერ შეიძლება გაიბრწყინოს და სწორედ ამ დროს ფიქრობ, რომ ახლა რაღაც იწყება, მაგრამ შემდეგ ის კვლავ არაფერს აკეთებს.

მისი გადაადგილება უბრალოდ საშინელი სანახავია. მას არც სირბილი უნდა და არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცხრანომრიანი მაისური ღირსეულად ატაროს.“ - ციტირებს დაბლინის სიტყვებს BBC.