ავტორიზაცია

EXCLUSIVE: საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს - მეტოქე ცნობილია

EXCLUSIVE: საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს - მეტოქე ცნობილია
თარიღი 23 სექ 2021, 15:51

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

ოქტომბრის თვეში ჩვენი ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი კოსოვოს ესტუმრება.

ნოემბერში კი ჩვენი ნაკრები მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს შვედეთთან გამართავს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამავე თვეს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს და უზბეკეთს დაუპირისპირდება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველომ 3 მატჩი გამართა და სამივე უშანსოდ წააგო. ვილი სანიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.