საქმეში ბარსელონაც ერთვება — პოგბას თანხმობის შემთხვევაში მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლა მოუწევს
კატალონიის "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას მიწვევას გეგმავს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.
მოგეხსენებათ, 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, თუ მანიკუნიანელებთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა პოგბას დამატებით დაინტერესებულია, თუმცა ესმის, რომ მას კონკურენტებზე უკეთეს ფინანსურ პირობებს ვერ შესთავაზებს.
სწორედ ამიტომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ ლიდერს კატალონიაში გადაბარგებისთვის ფინანსური თვალსაზრისით სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
აქამდე, პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი შეიძლება ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს, სადაც იგი 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა.