ავტორიზაცია

რონალდო სუპერლიგის პროექტის შესახებ: "ცუდი იდეა არ არის, შემოთავაზებულ კონცეფციას მხარს ვუჭერ"

რონალდო სუპერლიგის პროექტის შესახებ: "ცუდი იდეა არ არის, შემოთავაზებულ კონცეფციას მხარს ვუჭერ"
თარიღი 23 სექ 2021, 23:15

"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი "ვალიადოლიდის" მფლობელმა, რონალდომ ევროპის სუპერლიგის პროექტის შესახებ ისაუბრა.

"როგორც "ვალიადოლიდს" პრეზიდენტს, არ მინდა, რომ ლა ლიგამ სიძლიერე და გავლენა დაკარგოს. მაგრამ არა მგონია, სუპერლიგასთან ერთად ჩემპიონატმა ამით იზარალოს".

"ჩემთვის შიდა ჩემპიონატები კვლავ ფეხბურთის ხერხემალია. საფეხბურთო ინდუსტრია სპორტული და გასართობი ინდუსტრიაა. ერთად უნდა შევქმნათ სამომავლო გეგმა. თუ სუპერლიგის იდეას გადავხედავთ, ცუდი არ არის. შემოთავაზებულ კონცენფციას მხარს ვუჭერ".

"გულშემატკივრებს ყველაზე დიდი მატჩების ხილვა სურთ. ფეხბურთის მოყვარულებს "რეალის" "მილანთან" ან "ინტერთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "პსჟ"-სთან დაპირისპირების ხილვა უნდათ. ასეთი მატჩები გვსურს და არა იმის ლოდინი, როდის მოვა მეოთხედფინალი ან ნახევარფინალი".

"ჩვენს ინდუსტრიას დიალოგი აკლია. არსებობს შიში იმისა, რომ ყურადღების ცენტრში არ იქნები, ყველას თავისი ინტერესები აქვს, რომლებიც დასაცავია".

"ვფქრობ, ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და დაილაპარაკონ, რათა შეთანხმებამდე მივიდნენ, რომელიც ყველას აფიქრებინებს, რომ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდა", - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს The Athletic.