ლაპორტა: "ბარსელონაში კუმანის მომავალი დღევანდელი მატჩის შედეგზე არ არის დამოკიდებული"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მომავალი ლა ლიგის ეგიდით "კადისთან" გასამართ დღევანდელ მატჩზე დამოკიდებული არ არის.
"კუმანის მომავალი დღევანდელი მატჩის შედეგზე დამოკიდებული არ არის. მწვრთნელის გვერდით ვართ, გუნდში მთავარი ის არის. გვინდა, რომ ყველაფერი რიგზე იყოს", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს ESPN.
აქამდე გავრცელებული ინფორმაცით, თუ "ბარსა" სექტემბრის მატჩებში დადებით შედეგებს ვერ დააფიქსირებს, ლა ლიგაში "გრანადასთან", "კადისთან" და "ლევანტესთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან", 58 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ლაპორტამ კუმანთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზანშეწონილობაში ეჭვი შეიტანა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ბარსელონას" ამჟამინდელ მწვრთნელს კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს.