ავტორიზაცია

"ბოლო მომენტში გავიგეთ, რასაც აპირებდა", - ლაპორტა კუმანის საქციელს გამოეხმაურა

"ბოლო მომენტში გავიგეთ, რასაც აპირებდა", - ლაპორტა კუმანის საქციელს გამოეხმაურა
თარიღი 23 სექ 2021, 20:54

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის საქციელზე კომენტარი გააკეთა, რომელიც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე წინასწარ მომზადებული სიტყვით წარსდგა.

58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი მოთმინებას ითხოვს და ამბობს, რომ სეზონი წარმატებული იქნება, თუ "ლურჯბროწეულისფრები" ესპანეთის ჩემპიონატს მაღალ პოზიციაზე დაასრულებენ.

"ბოლო მომენტში გავიგეთ, რასაც აპირებდა. მწვრთნელი ვალდებულია ასეთ ღონისძიებებს დაესწროს, თუმცა თავად წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს პრესკონფერენციაზე. კუმანის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით".

"გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაია. "კადისთან" მატჩში დადებითი შედეგი გვჭირდება. მხოლოდ გამარჯვებას შეუძლია ჩვენი დახმარება", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.

კუმანი "ბარსელონას" 2020 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში. "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩში მოპოვებული 8 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.