ავტორიზაცია

"ლივერპული ერლინგისთვის არ იბრძოლებს", - მაკმანამანმა ჰოლანდის მომავალი კლუბი იწინასწარმეტყველა

"ლივერპული ერლინგისთვის არ იბრძოლებს", - მაკმანამანმა ჰოლანდის მომავალი კლუბი იწინასწარმეტყველა
თარიღი 24 სექ 2021, 00:20

"რეალისა" და "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველის, სტივ მაკმანამანის განცხადებით, მერსისაიდელები "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის არ იბრძოლებენ.

"მჯერა თუ არა, რომ "ლივერპული" მომავალ ზაფხულს ჰოლანდისთვის იბრძოლებს? არა. დიდია შანსია, "რეალში" გადავიდეს. ვფიქრობ, ერლინგს თავად წარმოუდგენია საკუთარი თავი ამ კლუბში".

"ჩანს, სატრანსფერო ფასი მთავარი მიზეზი არ არის, რის გამოც "ლივერპული" ერლინგისთვის არ იბრძოლებს. საქმე მიზეზთა მთელ კომპლექსს ეხება, რაც ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენასთანაა დაკავშირებული".

"ჰოლანდი დიდ ხელფასს მოითხოვს. და როცა კლუბი ერთ ფეხბურთელს უზარმაზარ ფულს უხდის, სხვებსაც უნდებათ. აგენტი, მინო რაიოლა არა მხოლოდ ჰოლანდისთვის, არამედ თავისთვისაც ბევრ ფულს მოითხოვს. არა მგონია, "ლივერპულს" ამ საქმეში ჩართვა სურდეს", - ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს Liverpool Echo.