ავტორიზაცია

"კუმანი ჩვენი მწვრთნელია და მის გვერდით ვართ", - ბარსელონას სპორტული დირექტორი

"კუმანი ჩვენი მწვრთნელია და მის გვერდით ვართ", - ბარსელონას სპორტული დირექტორი
თარიღი 24 სექ 2021, 10:06

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, რამონ პლანესმა, „კადისთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„კუმანი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს. კვირას კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ის ჩვენ მის გვერდით ვართ.

რონალდ კუმანი ჩვენი მთავარი მწვრთნელია. ახლა ახალი ციკლი გვიდგას და დიდი მომავლის მქონე ხარისხიანი ფეხბურთელები ახლაც გვყავს.“ - ციტირებს პლანესის სიტყვებს RMC Sport.

პრესაში იწერებოდა, რომ თუ „ბარსელონა“ სექტემბრის მატჩებში „გრანადასთან“, „კადისთან“, „ლევანტესთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ წარმატებას არ მიაღწევს, ლაპორტა კუმანის გაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

აქედან ორი მატჩი გუნდმა უკვე ჩაატარა - „გრანადასთან“ 1:1 ითამაშა, „კადისთან“ კი 0:0.