ცნობილია, როდის განაახლებს ლეო მესი პსჟ-ს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, „ლიონთან“ გამართულ ლიგა 1-ს მატჩში ტრავმა მიიღო.
დაზიანების გამო ფეხბურთელს „მეცთან“ 22-ში გამართული მატჩის გამოტოვება მოუწია.
Le Parisien-ის ინფორმაციით, მესის ტრავმა მძიმე არ არის და ხვალ, 25 სექტემბერს, არგენტინელი ფეხბურთელი უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშსაც განაახლებს.
თუმცა, დიდი ალბათობით ლეო ლიგა 1-ს მე-8 ტურის მატჩს „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს, რადგან პარიზულ გუნდს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის ჯანმრთელობით გარისკვა არ სურს.
სავარაუდოდ, მცირე დაზიანების შემდეგ მოედანზე ლეო 28 სექტემბერს, „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაბრუნდება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პსჟ-მ“ სტუმრად „ბრიუგეს“ ვერ მოუგო (1:1), „სიტიმ“ კი საკუთარ კედლებში „ლაიპციგი“ 6:3 დაამარცხა.