დორტმუნდი ჰოლანდის წასვლისთვის მზადებას აქედანვე შეუდგა და მისი პოტენციური შემცვლელი იუვენტუსში მოიძია

დორტმუნდის „ბორუსია“ მომავალ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის პოტენციური წასვლისთვის მზადებას 2021 წლის შემოდგომიდან შეუდგა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ნორვეგიელი თავდამსხმელის შემცვლელზე ფიქრს შეუდგნენ და ერთ-ერთ ვარიანტად „იუვენტუსის“ 23 წლის ვინგერი, ფედერიკო კიეზა ამოირჩიეს.
კიეზამ განსაკუთრებით საუცხოო შთაბეჭდილება განვლილ ევროპის ჩემპიონატზე დატოვა, რომელშიც მისმა იტალიის ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ტიტულის მოგება მოახერხა.
გამოცემა Transfermarkt კიეზას 70 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა „იუვენტუსისთვის“ ის გაცილებით ძვირად ფასობს.
სხვადასხვა ცნობებით, გასულ ზაფხულს, ევრო 2020-ს შემდეგ, კიეზას შეძენა რამდენიმე ინგლისურმა გრანდმა სცადა და „იუვეს“ დაახლოებით 100 მლნ ევროც შესთავაზა, თუმცა ტურინელებმა ეს შემოთავაზება დაუყონებლივ დაბლოკეს.
მომავალ ზაფხულს ჰოლანდის შეძენა 75 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი და მისი გადაბირებისთვის არაერთი ევროპული გრანდი იბრძოლებს.