ავტორიზაცია

"კარიერის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს", - რუდიგერი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"კარიერის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს", - რუდიგერი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 24 სექ 2021, 15:07

„ჩელსის“ მცველმა ანტონიო რუდიგერმა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს უმთავრდება, „სტემფორდ ბრიჯიდან“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „პსჟ“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ იჩენენ, რომელთაც მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ. 

„ჩემთვის დგება პერიოდი, როცა პროფესიონალურ კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ამ ეტაპზე, „ჩელსის“ გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკებები არ გამიმართავს.“ - ციტირებს ანტონიო რუდიგერის სიტყვებს Sky Sports.

რუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობს, იქამდე კი „რომასა“ და „შტუტგარტში“ ასპარეზობდა, გერმანიის ნაკრებში მას 2014 წლიდან იძახებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი და კლუბი ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევას ფინანსურ საკითხებში აცდენის გამო ვერ ახერხებენ.