"თვალებში ეტყობოდა, რომ ბოლომდე მიმწოლი იყო", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მილნერის და კლოპის არშემდგარი ჩხუბი გაიხსენა

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, რაგნარ კლავანმა გაიხსენა ინციდენტი, რომელიც 2017 წელს ჯეიმს მილნერსა და იურგენ კლოპს შორის მოხდა.
„ყველაზე დაძაბული სიტუაცია შობის პერიოდში იყო. არ მახსოვს, ვის ვეთამაშებოდით. შესაძლოა, ეს „სანდერლენდთან“ გასვლითი მატჩი ყოფილიყო.
კლოპმა და მილნერმა თითქმის იჩხუბეს, მაგრამ ჯეიმსმა უკან დაიხია. იურგენს თვალებში ეტყობოდა, რომ ბოლომდე მიმწოლი იყო, რათა საკუთარი მოსაზრება დაემტკიცებინა. ეს მისთვის ძალიან დაძაბული პერიოდი იყო, რადგან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
ჩემთვის ეს „ლივერპულში“ პირველი წელი იყო, კლოპისთვის - მეორეა. მას ყველა კარგ მწვრთნელად მიიჩნევს, იურგენ კლოპი თავისი ფეხბურთელებისგან სუპერვარსკვლაებს ხდის.
რა თქმა უნდა, ის ზეწოლა მასზე აისახა. თუმცა, თუ „სანდერლენდს“ ვერ უგებ, სჯობს დაივიწყო ის პოზიციები, რომელზე გასვლაც გინდოდა.“ - ციტირებს კლავანის სიტყვებს Goal.com.