ავტორიზაცია

"თავი პატარა ბავშვივით ვიგრძენი", - ჩაკვეტაძე გენტის სასტარტოში დაბრუნებას გამოეხმაურა

"თავი პატარა ბავშვივით ვიგრძენი", - ჩაკვეტაძე გენტის სასტარტოში დაბრუნებას გამოეხმაურა
თარიღი 24 სექ 2021, 17:17

ბელგიური „გენტის“ ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ „ანდერლეხტთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. 

39-ე წუთზე ჩაკვეს გუნდმა ანგარიში გახსნა, თუმცა 59-ზე მასპინძლებმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩაკვეტაძემ მოედანზე 66 წუთი გაატარა, შემდეგ კი მოედანზე ადგილი ტაკირ ტისუდალის დაუთმო.

„რა თქმა უნდა, მოედანზე გასვლა ჩემთვის ემოციური მომენტი იყო, რადგან სასტარტოში წელიწადზე მეტის შემდეგ პირველად მოვხვდი.

თავი პატარა ბავშვივით ვიგრძენი, გახარებული და მონდომებული ვიყავი. შესანიშნავი გრძნობაა. 

მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ არასდროს დავვიწყებივარ. მიყვაარს, როცა ისინი ჩემს სახელს მღერიან. გუშინ კარგი ღამე იყო.“ - ციტირებს ჩაკვეს სიტყვებს „გენტის“ ოფიციალური ინსტაგრამ-გვერდი.