1-წლიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძემ გენტის სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა
ბელგიის იუპილერ ლიგის გადადებული, მე-5 ტურის მატჩში ანდერლეხტისა და გენტის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში გენტის შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, როემლიც 65-ე წუთზე შეცვალეს.
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 22 წლის შემტევმა ბელგიელთა ოფიციალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში. ეს იყო 15 სექტემბერს, ვენის რაპიდთან(2-1) მოგებულ დაპირისპირებაში, სადაც პენალტიც მოიპოვა და ზუსტად ამ სიტუაციაში დაიმტვრა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ მე-7 მატჩი ჩაატარა გენტის მაისურით. ჯამში მოედანზე 196 წუთი დაჰყო, რაც საშუალოდ 28 წუთს უდრის.