VIDEO: "შენ დედას მ*****ავ" - დაუნდობელი ჩხუბი ეროვნულ ლიგა 2-ში
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გაგრასა და ბოლნისის სიონის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
მატჩის 53-ე წუთზე შეხვედრის მთავარ მსაჯ ბაკურ ნინუას ორი წითელი ბარათის ჩვენება მოუწია. გაგრას შემტევი გურამ სამუშია და სიონის მცველი ლაშა უგრეხელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულ მატჩში ბაკურ ნინუამ 5 ყვითელი ბარათი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.
26 ტურის შემდეგ ბოლნისის სიონი 59 ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო გაგრას 58 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.