ავტორიზაცია

აპირებს თუ არა ბარსელონა მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ კუმანის გათავისუფლებას?

აპირებს თუ არა ბარსელონა მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ კუმანის გათავისუფლებას?
თარიღი 24 Sep 2021, 19:37

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena Ser იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებენ.

გუშინ, 23 სექტემბერს, "ბარსამ" ლა ლიგის მე-6 ტურში "კადისს" ვერ მოუგო. კატალონიელები სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კუმანი შესაძლოა "ბლაუგრანას" ერთ-ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა შეცვალოს - საუბარია ტიერი ანრისა და ხავი ერნანდესზე.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელი სპეციალისტი 22 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა, მოთმინება ითხოვა და თქვა, რომ სეზონი წარმატებული იქნება, თუ "ლურჯ-ბროწეულისფრები" ესპანეთის ჩემპიონატს მაღალ პოზიციაზე დაასრულებენ.