"ეს სრული სიგიჟე და შეცდომაა", - ლა ლიგის პრეზიდენტის მორიგი კრიტიკული განცხადება

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"ეს სრული სიგიჟე და შეცდომაა. ყოველმხრივ ფეხბურთის ეკოსისტემის დარღვევაა. ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობას უნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს".
"მსოფლიო ფეხბურთს დიდი კლბები მართავენ, მაგრამ ამ გზით არ უნდა წავიდეთ. ეს სწორი არ არის", - ციტირებს ტებასის სიტყვებს ესპანური პრესა.
2021 წლის ზაფხულში საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ მუნდიალის ყოველ ორ წელში ერთხელ ჩატარებს იდეა წარადგინა. მას მხარი 166 ეროვნულმა ფედერაციამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 22 იყო.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 1942 და 1946 წლების გამოკლებით, მეორე მსოფლიო ომის გამო.