ავტორიზაცია

ასენსიო რეალში უკმაყოფილოა — ესპანელს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ასენსიო რეალში უკმაყოფილოა — ესპანელს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 24 Sep 2021, 20:57

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "სამეფო კლუბის" 25 წლის ფეხბურთელით "ლივერპული" ინტერესდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ასენსიო მადრიდულ გრანდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მეტ სათამაშო დროს ითხოვს.

თუმცა, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის გასულ ტურში "მალიორკასთან" (6:1) მოგებულ მატჩში მარკომ მინდორზე 72 წუთი დაჰყო და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ასენსიომ საერთო ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.