შანსები რეალურია — ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ანტონი მარსიალმა კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გააგრძელოს, იუწყებიან ბრიტანულ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნების" 25 წლის ფრანგი ფეხბურთელით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.
როგორც აღინიშნება, "დეზები" მზად არიან მარსიალში ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაცვალონ, რომელიც კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავს.
თავის მხრივ, აქამდე დაიწერა, რომ "ემიუს" თავისი შემტევის გაყიდვა უნდა და მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
გასულ სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.