ავტორიზაცია

სოლსკიაერი: "ამაღელვებელია რონალდუსა და კავანის ერთად ხილვა"

სოლსკიაერი: "ამაღელვებელია რონალდუსა და კავანის ერთად ხილვა"
თარიღი 24 სექ 2021, 21:33

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ასტონ ვილასთან" გასამართი მატჩის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა "ეშმაკუნების" თავდამსხმელების, კრიშტიანუ რონალდუსა და ედინსონ კავანის ურთიერთშეთამაშების შესახებ ისაუბრა.

"ამაღელვებელია რონალდუსა და კავანის ერთად ხილვა. დარწმუნებული ვარ, ეს კარგი პარტნიორობაა, ვხედავთ, როგორ გამოდიან გუნდები ჩვენს წინააღმდეგ".

"გსურთ ეს ორი ბიჭი ერთად იხილოთ. ამ სცენარში ვხედავ, რომ რონალდუ და კავანი ერთად კარგად მუშაობენ", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Manchester Evening News.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე აიღებს სტარტს.