ავტორიზაცია

აშრაფ ჰაკიმიმ პარი სენ ჟერმენში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაამხილა

აშრაფ ჰაკიმიმ პარი სენ ჟერმენში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაამხილა
თარიღი 24 სექ 2021, 22:01

"პარი სენ ჟერმენის" მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ პარიზულ კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაასახელა.

22 წლის მაროკოელის განცხადებით, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა რელიგიამ და კულტურამ იქონია.

"მაროკოული კულტურის წარმომადგენელი ვარ. სახლში არაბულად ვსაუბრობთ, მაროკოული სამზარეულოს კერძებს ვამზადებთ. პრაქტიკოსი მუსულმანი ვარ".

"ესპანეთის ნაკრებთან მქონდა კონტაქტი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა მაროკოში ასპარეზობა, ეროვნულ გუნდში შესანიშნავად მიმიღეს".

"ჩემი "პსჟ"-ში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი პარიზის არაბულ-მუსულმანური საზოგადოებაა", - ციტირებს ჰაკიმის სიტყვებს L'Equipe.

ახალგაზრდა უკანახაზელი "პსჟ"-ს "ინტერიდან" 2021 წლის ივლისში 60 მილიონ ევროდ შეუერთდა და კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.