კონტე: "ვფიქრობ, ჰაკიმი რეალში დაბრუნებაზე ახლაც ოცნებობს"
მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი ექს-შეგირდის, აშრაფ ჰაკიმის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, იტალიელმა და მაროკოელმა "ნერაძურიში" სკუდეტო მოიგეს.
"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ სეზონში ვეთამაშეთ რეალს და უნდა ითქვას, რომ ჰაკიმიმ ამ შეხვედრებში ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ის თამაშობდა მონდომებულად, მაგრამ შედეგი მისთვის სამწუხარო გამოდგა.
მე დავინახე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც სურდა განვითარება და ერთად ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. იმ შემთხვევაში, თუ მაროკოელი გააგრძელებს ზრდას, თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდება.
ის ინტერიდან გადავიდა პარი სენ-ჟერმენში ახალი გამოწვევების მისაღებად, თუმცა ვფიქრობ, მისი მთავარი ოცნება კვლავ მადრიდში დაბრუნებაა", - განაცხადა "გველების" ყოფილმა ტაქტიკოსმა.
შეგახსენებთ, "პსჟ"-ს "ინტერის" ექს-მარჯვენა მცველის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა. რაც შეეხება აპენინელ სპეციალისტს, ჯერჯერობით ის უმუშევარია.