განაჩენი გამოტანილია — კუმანი ლა ლიგამ დისკვალიფიკაციით, ბარსელონამ კი ფულადი ჯარიმით დასაჯა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "კადისთან" (0:0) მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
ლა ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, 58 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა არბიტრისადმი უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც გააძევეს.
დღეს, 24 სექტემბერს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კუმანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასე და ამგვარად, იგი "ლევანტესთან" და "ატლეტიკოსთან" გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, "ბარსელონამ" გუნდის მწვრთნელს ფულადი ჯარიმა დააკისრა.
"ბლაუგრანა" 6 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. კატალონიური გრანდი 26 სექტემბერს "ლევანტეს" შეხვდება.