ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ორი კლუბი, რომელიც მზად არის იანვარში კოუტინიო იჯარით დაიმატოს

პრემიერ ლიგის ორი კლუბი, რომელიც მზად არის იანვარში კოუტინიო იჯარით დაიმატოს
თარიღი 24 Sep 2021, 22:33

"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს იჯარით გაშვება უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა ხელმძღვანელობა იმ კლუბებს ეძებს, რომლებიც მზად არიან 29 წლის ბრაზილიელი გადაიბირონ.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, კოუტინიო შესაძლოა "არსენალში" ან "ტოტენჰემში" ვიხილოთ.

ცნობისთვის, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სამხრეთამერიკელის იჯარით დამატების თაობაზე "ბარსას" წინადადება იუარა, რადგან ფეხბურთელთან მუშაობა არ უნდა.

მიმდინარე სეზონში კოუტინომ ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.