ავტორიზაცია

"ლივერპულის აღმასვლა კოუტინიოს გაყიდვით დაიწყო", - ენრიკე

"ლივერპულის აღმასვლა კოუტინიოს გაყიდვით დაიწყო", - ენრიკე
თარიღი 09 სექ 2021, 10:24

"ლივერპულის" ყოფილი მარცხენა მცველი, ხოსე ენრიკე გაკვირვებული დარჩა თავისი ექს-კლუბის პასიურობით სატრანსფერო ბაზარზე. ვეტერანი ესპანელი ვინგბექი მერსისაიდელებს ახალი ტრანსფერებისკენ მოუწოდებს:

"ლივერპულს ჰყავს ვან დეიკი და ალისონი, თუმცა კოუტინიოს გაყიდვის გარეშე, მათი გაფორმება ვერ მოხერხდებოდა. დიდი ალბათობით, ნიდერლანდელისა და ბრაზილიელის გარეშე ვერც ტიტულებს მოვიგებდით.

მერსისაიდულ კლუბს სჭირდება ახალი შენაძენები, თუნდაც რამდენიმე ამჟამინდელი ლიდერის გაყიდვის ფასად. უცნაურია, მანჩესტერი იმატებს რონალდუს, ვარანსა და სანჩოს, ჩვენ კი არავის.

მიკვირს, როგორ წაიყვანა იუნაიტედმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, "წითლები" კი უმოქმედოდ იყვნენ", - განაცხადა "სქაუზერების" ექს-განაპირა მცველმა.