ავტორიზაცია

ბარსელონა კუმანის გათავისუფლებას გეგმავს და პოტენციურ შემცვლელს უკვე დაუკავშირდა — GOAL.COM

ბარსელონა კუმანის გათავისუფლებას გეგმავს და პოტენციურ შემცვლელს უკვე დაუკავშირდა — GOAL.COM
თარიღი 24 სექ 2021, 22:51

"ბარსელონა" გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლებისთვის ემზადება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ახალი სპეციალისტის მიწვევაზე უკვე მუშაობს.

ასე და ამგვარად, "ბარსა" ბელგიის ნაკრების დამრიგებელს, რობერტო მარტინესს დაუკავშირდა და გუნდის გაწვრთნის იდეის შესახებ ჰკითხეს, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ესპანელ სპეციალისტს აცნობეს, რომ კატალონიური გრანდის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია.

მარტინესი "ბლაუგრანას" ჩაბარების შესაძლებლობით დაინტერესებულია, რის შესახებაც ბელგიური ფეხბურთის ხელმძღვანელებს უკვე ამცნო.

ამავდროულად, სპეციალისტს ნაკრებიდან წასვლა ერთა ლიგის მატჩებამდე არ უნდა (7 ოქტომბერს ბელგიელები ტურნირის 1/2 ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდებიან, 10 ოქტომბერს კი ფინალი და მე-3 ადგილისთვის გასამართი მატჩია ჩანიშნული). "ბარსა" მზად არის ტურნირის დასრულებას დაელოდოს.