"ერთი მწვრთნელი წუხდა ამაზე", - სოლსკიაერი ამბობს, რომ კლოპის კრიტიკის შემდეგ მანჩესტერს პენალტებს აღარ უნიშნავენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპთან დავა გაიხსენა და "ემიუს" სასარგებლოდ არდანიშნული პენალტების შესახებ ისაუბრა.
იანვარში გერმანელმა სპეციალისტმა თქვა: "გავიგე, "ემიუმ" 2 წელიწადში იმაზე მეტი თერთმეტმეტრიანი დაარტყა, ვიდრე "ლივერპულმა" 5,5 წელში". ნორვეგიელმა ამ განცხადებას არბიტრებზე გავლენის მოხდენის ხერხი უწოდა.
"უბრალოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. ბოლო ორ მატჩში ჩვენს სასარგებლოდ სამი პენალტი უნდა დანიშნულიყო".
"ერთ მწვრთნელს აწუხებდა, თუ რამდენ თერთმეტმეტრიანს გვინიშნავდნენ და ამის შემდეგ პენალტის მოპოვება გართულდა. იმ მომენტიდან დიდი განსხვავება ვიგრძენი".
"არბიტრებს თავი უნდა დავანებოთ და ვიმედოვნოთ, რომ ძალიან მალე ისინი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებენ", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Daily Mail.