ავტორიზაცია

აშრაფ ჰაკიმი: "მესისთან ერთად თამაში ჩემი ოცნება იყო, მისი ქცევით გაკვირვებული დავრჩი"

აშრაფ ჰაკიმი: "მესისთან ერთად თამაში ჩემი ოცნება იყო, მისი ქცევით გაკვირვებული დავრჩი"
თარიღი 25 სექ 2021, 00:40

"პსჟ"-ს მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ პარიზულ კლუში გადასვლასა და თავდამსხმელ ლიონელ მესისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

"პსჟ"-სგან და "ჩელსისგან" მქონდა შემოთავაზებები, ინტუიციამ მიკარნახა, რომ პარიზში უნდა გადმოვსულიყავი და აქ ბედნიერი ვიქნებოდი. რამდენიმე წლის წინ, პოჩეტინოს ჩემი "ტოტენჰემში" ხილვა სურდა".

"როგორც ყველა, მესის "ბარსელონადან" წასვლას არ ველოდი. ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, მაგრამ მესისთან არა. ეს ჩემი ოცნება იყო. მისი ქცევით გაკვირვებული დავრჩი - უბრალოა, ჩუმი", - განაცხადა ჰაკიმიმ L'Equipe-სთან ჩაწერილ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 22 წლის მაროკოელიც და 34 წლის არგენტინელიც "პარი სენ ჟერმენს" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ.

პარიზელებმა ჰაკიმის სანაცვლოდ "ინტერს" 60 მილიონი ევრო გადაუხადეს, მესი კი "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.