ავტორიზაცია

"კლოპმა და მილნერმა კინაღამ იჩხუბეს, ეს 2017 წელს მოხდა", - ლივერპულის ექს-მცველი უცნობ ისტორიას იხსენებს

"კლოპმა და მილნერმა კინაღამ იჩხუბეს, ეს 2017 წელს მოხდა", - ლივერპულის ექს-მცველი უცნობ ისტორიას იხსენებს
თარიღი 25 Sep 2021, 01:12

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, რაგნარ კლავანმა გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპსა და ნახევარმცველ ჯეიმს მილნერს შორის 2017 წელს მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

"შობის პერიოდში დაძაბული სიტუაცია იყო. არ მახსოვს, ვის ვეთამაშებდით. ალბათ, "სანდერლენდს" გასვლაზე".

"კლოპმა და მილნერმა კინაღამ იჩხუბეს, მაგრამ ჯეიმსმა უკან დაიხია. იურგენის თვალებში ჩანდა, რომ ბოლომდე წასასვლელად მზად იყო, რათა თავისი აზრი დაემტკიცებინა".

"მისთვის ძალიან დაძაბული დრო იყო. დიდი ზეწოლის ქვეშ გახლდათ".

"მე "ლივერპულში" პირველ წელს ვატარებდი, კლოპი - მეორეს. მას კარგ მწვრთნელად თვლიან, რადგან იურგენ კლოპია, ვისაც თავისი ფეხბურთელებისგან სუპერვარსკვლავები გამოჰყავს. ზეწოლა თანდათან ვლინდებოდა".

"მაგრამ თუ გუნდს "სანდერლენდის" დამარცხება არ შეეძლო, მაშინ ჯობდა დაივიწყებინა ის ადგილები, რომლებზეც ფიქრობდა", - თქვა კლავანმა Betsafe Eesti Podcast-თან ინტერვიუში.