ავტორიზაცია

"თუ მბაპეს რაიმე თვისება აქვს, მაშინ ეს თავმდაბლობაა", - პოჩეტინომ მეცის მთავარ მწვრთნელს უპასუხა

"თუ მბაპეს რაიმე თვისება აქვს, მაშინ ეს თავმდაბლობაა", - პოჩეტინომ მეცის მთავარ მწვრთნელს უპასუხა
თარიღი 25 სექ 2021, 11:08

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ "მეცის" თავკაცის, ფრედერიკ ანტონეტის განცხადებას გამოეხმაურა.

22 წლის ფრანგის საქციელზე საუბრისას, ანტონეტიმ თქვა: "უფრო მოკრძალებული რომ იყოს, მისთვის ეს კარგი იქნებოდა".

"მესმის, რატომ თქვა ანტონეტიმ ეს თამაშის შემდეგ. ეს განცხადება კომპენსირებულ დროში მარცხის შემდეგ არის გაკეთებული".

"რაც შეეხება კილიანს, ბრწყინვალე ბიჭია და შესანიშნავი სპორტსმენი, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება სურს. და, იმ რაღაცებზე საუბრისას, რაც მოედანზე ხდება, ყოველთვის საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება".

"შემიძლია ფრედერიკ ანტონეტის იმედგაცრუება გავიგო, მაგრამ თუ კილიანს რაიმე თვისება აქვს, მაშინ ეს თავმდაბლობაა", - იტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com.