ავტორიზაცია

მოულოდნელი კანდიდატი — ბარსელონაში კუმანს ლიგა 1-ის საშუალოზე დაბალი დონის გუნდის მწვრთნელი შეცვლის?

მოულოდნელი კანდიდატი — ბარსელონაში კუმანს ლიგა 1-ის საშუალოზე დაბალი დონის გუნდის მწვრთნელი შეცვლის?
თარიღი 25 სექ 2021, 11:29

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი პრეტენდენტი ოსკარ გარსიაა.

ამ დროისთვის 48 წლის ესპანელი სპეციალისტი "რეიმსს" უდგას სათავეში, რომელიც ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობაში რონალდ კუმანის გათავისუფლების შემთხვევისთვის გარსიას კანდიდატურა უკვე განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ გარსია "ბარსას" აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 1993 წელს ჰქონდა, სადაც 1999 წლამდე ასპარეზობდა.

2010 წლიდან 2012 წლამდე 48 წლის სპეციალისტი "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა. ლა ლიგაში მას "სელტაში" უმუშავია.