ავტორიზაცია

რეალს მბაპესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — შეიხი მანსური

რეალს მბაპესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — შეიხი მანსური
თარიღი 25 სექ 2021, 12:24

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში "რეალს" კონკურენციას "მანჩესტერ სიტი" გაუწევს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

როგორც აღინიშნება, "ქალაქელთა" მფლობელმა, შეიხ მანსურ ბენ ზაიედ ალ-ნაიანმა "სიტის" თანამშრომლებს განუცხადა, რომ 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებაა საჭირო, ნებისმიერ ფასად.

"მანჩესტერ სიტი" მბაპეს შეძენას უკვე იანვარში ეცდება, როცა პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი იქნება დარჩენილი.

შეგახსენებთ, უკვე დიდი ხანია კილიანის დამატება "რეალს" სურს. გასულ ზაფხულს "პსჟ"-მ მადრიდული გრანდის ორი შეთავაზება იუარა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.